გიგლა აგულაშვილი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, თომე დეკანოიძესთან და WWF კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან, გიორგი სანადირაძესთან ერთად,ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო.

პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით, 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი იქნა შემოყვანილი. გიგლა აგულაშვილმა მიჯნის ყურეში არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.

მინისტრმა სადგურ სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან სიგელებით დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.