იჯარით გაცემული ქონება

იჯარით გაცემული ქონება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 2013 წლის აგვისტოში გამოცხადებული აუქციონის შედეგად, იჯარის სახით სარგებლობაში გადავიდა შემდეგი სახის უძრავი ქონება:

  1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, კერძოდ - სასტუმრო 4 ნომრით და კაფეტერია 10 წლის ვადით. მოიჯარე - შპს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკა. საიჯარო ქირა შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 33%-ს.
  2. გარდაბნის აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა , კერძოდ - 1 სასტუმრო სახლი და ე.წ. მონადირის 4 სახლი 49 წლამდე ვადით. მოიჯარე - შპს მეიდან ჯგუფი. საიჯარო ქირა შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 11%-ს. ამასთანავე, შპს მეიდან ჯგუფი ვალდებულებას იღებს 3 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 650 ათასი ლარის ინვესტიცია აღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში.  

ამასთანავე, ინტერესი არ გამოხატულა აუქციონზე გატანილ შემდეგ საიჯარო ობიექტებზე: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ კაფეტერია საერთო ფართით 321,85 კვ.მ და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ ვიზიტორთა ცენტრი საერთო ფართით 465,9 კვ.მ. აღნიშნულ ობიექტებზე კვლავ დაგეგმილია ელექტრონული აუქციონის ჩატარება, რომელთა შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში განახლდება.