ილიას უნივერსიტეტის მულტიდისციპლინური ექსპედიცია თუშეთში

ილიას უნივერსიტეტის მულტიდისციპლინური ექსპედიცია თუშეთში
8-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ეგიდით მოეწყო კომპლექსური მულტიდისციპლინური კვლევითი ექსპედიცია თუშეთის ეროვნულ პარკში გეოლოგიის, ეთნოგრაფიის, გეოფიზიკის და ბუნებრივი მრავალფეროვნების შესწავლის კუთხით. დაგეგმილი იყო ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური, გეოლოგიური კვლევები, ჩატარადა აღრიცხვები ცხოველთა სამყაროს მონიტორინგის მიზნით, სეისმური და GPS სადგურების ინსტალაციისთვის მოხდა ადგილების შერჩევა და ჩატარადა აზომვითი სამუშაოები. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების, ასევე საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, ეკოლოგიის ინსტიტუტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიის მკვლევრები. ძირითადი ჯგუფის ბაზირება მოხდა ომალოში, შემდგომი გასვლებით მიმდებარე სოფლებსა და ხეობებში, რომელთა ნაწილიც სასაზღვრო ზონაში ხვდება.
მსგავსი სახის ექსპედიციები ხელს შეუწყობს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ისტორიულ-კულტურული, გეომორფოლოგიური, ბიომრავალფეროვნების განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების გაცნობას და საფუძვლიანი კვლევების ჩატარებას ამ დრომდე მწირად შესწავლილ ტერიტორიებზე.