იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების თანამშრომლების ტრენინიგი

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების თანამშრომლების ტრენინიგი

2013 წლის 28 ოქტომბერს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანს სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთათვის არსებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენდა.

იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებს ყოველ წლიურად ათიათასობით ქართველი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. შესაბამისად, ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები გადამწყვეტ როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების სტუმართა მაღალპროფესიონალური მომსახურების სფეროში.   

სამომავლოდ, მსგავსი სახის ტრენინგები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და შეისწავლონ მომსახურების სფეროში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ნორმები და გაიღრმავონ ცოდნა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში