ინფორმაცია კოლხეთის ფონდის გეგმურ სამუშაოებზე
ინფორმაცია კოლხეთის ფონდის გეგმურ სამუშაოებზე
2008 წლის 6 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის ტერმინალი იღებს ვალდებულებას ყულევის საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის გამო განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკომპენსაციო ღონისძიებები.
აღნიშნულის შესრულების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი, რომლის თანხები მიმართულია კოლხეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, აღდგენითი, სარეაბილიტაციო, მონიტორინგისა და კვლევითი სამუშაოების განხორციელებისაკენ . ზემოთქმულის ფარგლებში განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერებს შემდეგი დასახელების მომსახურებისა და პროდუქციის შესყიდვაზე:
ქობულეთის დაცული ტერიტორიები:
1.1. ვიზიტორთა ცენტრის, ვიზიტორთა ბილიკების და გადმოსახედი კოშკის პროექტირება - 2013 წლის დეკემბერი;
1.2. ვიზიტორთა ცენტრის, ვიზიტორთა ბილიკების და გადმოსახედი კოშკის სამშენებლო სამუშაოების შესრულება - 2014 წელი;
1.3. 2 ერთეული ავტომანქანა;
კოლხეთის ეროვნული პარკი:
1.1. ადმინისტრაციული ეზოს მოწყობის პროექტირება, კერძოდ - ქვაფენილი, გამწვანება, ღობე-ჭიშკარი, განათება, 1 სარეინჯერო, 2 ნავსადგომი;
1.2. ადმინისტრაციული ეზოს მოწყობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება, კერძოდ - ქვაფენილი, გამწვანება, ღობე-ჭიშკარი, განათება, საწყობების წინა ფასადი ხის კონსტრუქციით, შეფუთვა - 2013 წლის ნოემბერი;
2.1. მდ. ფიჩორის სანაპიროზე ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის, კერძოდ 1 ნავმისადგომის მოწყობის პროექტირება - 2013 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი;
2.2. მდ. ფიჩორის სანაპიროზე ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, კერძოდ 1 ნავმისადგომის სამშენებლო სამუშაოების შესრულება;
3. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის დეფექტური აქტის მომზადება;
4. ადმინისტრაციული შენობის და ვიზიტორთა ცენტრის სარემონტო სამუშაოები - 2013 წლის;
5. მდ. კაპარჭინაზე 1 ნავმისადგომის მშენებლობა;
6. სახოხბე მეურნეობის მოწყობა - 2014 წელი;
7. ყულევის ტერმინალის გასწვრივ ღამურების ახალი თავშესაფრის მოწყობა;
8. 1 სარეინჯერო თავშესაფრის მშენებლობა - 2013 წლის ნოემბერი;
9. ვიზიტორთა ცენტრში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა;
10. 1 ერთეული 12+2 ადგილიანი ჭაობის კატერის შეძენა - 2014 წელი;
11. 1 ერთეული კატერის ძრავი და მისი კომპლექტაციის შეძენა;
12. 10 ერთეული კაიაკის შეძენა (პლასტმას-ნეილონის შემადგენლობით) – 2014 წელი;
13. 7 ერთეული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანა - ტენდერი გამოცხადებულია;
14. ორნითოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა - 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერი;
15. შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის პროგრამის შემუშავება - 2013 წლის სექტემბერის მეორე ნახევარი;
16. ცხოველთა სამყაროს მონიტორინგის გეგმის შემუშავება;
17. ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ელექტრონული პროგრამის შექმნა - 2013 წლის ოქტომბერი;
18. მდ. ჭურიაზე დარგოლვის ცენტრის აქტივობების შემუშავება - 2013 წლის სექტემბერის მეორე ნახევარი;
19. მობუდარი ფრინველების აღრიცხვა - 2013 წლის ნოემბერი;
20. მოზამთრე წყალმცურავი ფრინველების აღრიცხვა - 2013 წლის ნოემბერი;
21. ყულევის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფლორის შეფასება და ბოტანიკური ობიექტების კონსერვაციის გეგმის შემუშავება - 2014 წელი;
22. ჰიდროლოგიური რეჟიმის მონიტორინგის პროგრამის განხორციელება - 2013 წლის სექტემბერის მეორე ნახევარი.