ინკლუზიური ეკობანაკის მონაწილეები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა ლაგოდეხში, ინკლუზიური ეკობანაკის მონაწილეებს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ინკლუზიური ეკობანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო და ის ორ ნაკადად ჩატარდება. ბანაკის მიზანია მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი პრაქტიკული საქმიანობაში ჩართვა.
ეკობანაკის მონაწილეებმა ინფრომაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ.
მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს. ბავშვებმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საგანმანათლებლო ბილიკიც დაათვალიერეს.