კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობის 5 წელი

კავკასიის ბუნების ფონდი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობის 5 წელს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს "ქარვასლას” საგამოფენო დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე დაესწრნენ.

ღონისძიების მონიწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. ფონდმა საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისათვის დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ინვესტიცია მოახდინა. ამასთან, მომდევნო 5 წლის მანძილზე თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღების მიზნით საგანმანათლებლო სივრცის შექმნა.