KFW -ს წარმომადგენლები ჯავახეთის ეროვნულ პარკში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრფიშვილმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ევა ვიტს და კავკასიის რეგიონული ოფისის ახალ დირექტორს, კლაუს ფაიგელს ჯავახეთის ეროვნულ პარკში უმასპინძლა. სტუმრები გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით აშენებული ჯავახეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში იმყოფებოდნენ. მათ საველე და ტურისტული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. ლაშა მოისწრაფიშვილმა და ევა ვიტსმა მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე ისაუბრეს.