კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი - ტენდერი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი - ტენდერი
კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს შემდეგი დასახელების მომსახურებისა და პროდუქციის შესყიდვაზე:
1. შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის პროგრამის შესყიდვა.
გამოცხადებულია 2013 წლის 27 სექტემბერს, დასრულების თარიღი - 2013 წლის 15 ოქტომბერი;
2. ჰიდროლოგიური რეჟიმის მონიტორინგის პროგრამის შესყიდვა.
გამოცხადებულია 2013 წლის 27 სექტემბერს, დასრულების თარიღი - 2013 წლის 15 ოქტომბერი.
ტენდერში მონაწილეობის პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე: ქ. ფოთი, გურიის ქ.#222-ში. საკონტაქტო პირი: დავით კვიციანი, ტელ: 577 923434, ელ.ფოსტა: dato.kviciani@mail.ru
ასევე, გთავაზობთ ფონდის მიერ 2013 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში ჩატარებული გეგმიური სამუშაოების შედეგად არსებული მდგომარეობის ანგარიშს:
1. განხორციელებული ტენდერები
1.1. 2013 წლის 16 აგვისტოს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ფონდმა შეიძინა 2 ერთეული ავტომანქანა (მაღალი გამავლობის პიკაპი);
2.1. 2013 წლის 5 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ფონდმა შეიძინა 7 ერთეული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანა (ჯიპი).
2. დადებული ხელშეკრულებები:
2.1. 2013 წლის 27 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება სამეცნიერო კვლევით ცენტრ „ნაკრესთან“ ძუძუმწოვრების მონიტორინგის პროგრამის შესყიდვის თაობაზე (4,800 ლარი);
2.2. 2013 წლის 30 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება შპს „ზახართან“ ორნითოლოგიური აღჭურვილობის შეძენის თაობაზე (5,640 ლარი).
3. დაგეგმილი ტენდერები და გამოცხადების სავარაუდო ვადები:
3.1. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული შენობის და ვიზიტორთა ცენტრის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა - 2013 წლის ოქტომბერი;
3. 2. მდ. ჭურიაზე დარგოლვის ცენტრის აქტივობების მონიტორინგის პროგრამის შესყიდვა - 2013 წლის ოქტომბერი;
3.3. განათება, საწყობების წინა ფასადის ხის კონსტრუქციით შეფუთვა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 2013 წლის ნოემბერი;
3.4. ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ელექტრონული პროგრამის შესყიდვა - 2013 წლის ნოემბერი;
3.5. ადმინისტრაციული ეზოს მოწყობის (ქვაფენილის დაგება, გამწვანება, ღობე-ჭიშკარი, განათება, საწყობების წინა ფასადის ხის კონსტრუქციით შეფუთვა) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 2013 წლის ნოემბერი;
3.6. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის, ვიზიტორთა ბილიკებისა და გადმოსახედი კოშკის პროექტის შესყიდვა - 2013 წლის დეკემბერი.