კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სხდომა
კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სხდომა
2013 წლის 21 აგვისტოს, 12 საათზე კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში განვითარების ფონდის საერთო კრება გაიმართა. კრებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივ რესურსების მართვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, შავი ზღვის ტერმინალის დირექტორი კარიმ გულიევი და ფინანსური მენეჯერი ელჩინ აბიშევი, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე.
2008 წლის 6 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შავი ზღვის ტერმინალი იღებს ვალდებულებას მდ. ხობისწყლის შესართავში ნავთობპროდუქტების გადასატვირთი საზღვაო ტერმინალის მშენებლობასა და ყულევის საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის გამო განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკომპენსაციო ღონისძიებები.
აღნიშნულის შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალის მიერ ერთობლივად დაფუძნდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი. ფონდის თანხები მიმართულია კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის ინფრასტუქტურის განვითარების, აღდგენითი, სარეაბილიტაციო, მონიტორინგისა და კვლევითი სამუშაოების განხორცილებისაკენ.