კოლხეთის ეროვნულ პარკში სანადირო თოფით გადაადგილების ფაქტი გამოვლინდა

მიმდინარე წლის16 იანვარს, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის, "ხობის" უბნის უფროსი რეინჯერისა და რეინჯერების მიერ, "ხობის" უბნის 12-ე კვარტალში გამოვლენილ იქნა სანადირო თოფით გადაადგილების 1 ფაქტი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილ იქნა 1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 89-ე პრიმა 3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ჩამორთმეული სანადირო თოფი დალუქულია და შემდგომ რეაგირებამდე ინახება კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის სპეციალურ საცავში.