კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
2013 წლის 20 აგვისტოს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე და საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრები - ქ. ფოთის მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების, მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის, ქ. ზუგდიდის, ქ. სენაკის, ქ. ხობისა და ქ. აბაშის გამგეობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
შეხვედრაზე განიხილეს ეკო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები კოლხეთის ეროვნულ პარკში, მის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხები, პარკის საზღვრები და მასთან დაკავშირებული პრობლემები. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ეკო საგანმანათლებლო საქმიანობისა და ფოთის ფონდის თემა. სხდომის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან ეს საკონსულტაციო საბჭოს მეორე შეკრებაა კოლხეთის ეროვნულ პარკში. დაგეგმილია ყველა სხვა დანარჩენი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებშიც მსგავსი შეკრებების მოწყობა.