კონკურსი „შემოსავლის მომტანი იდეების შერჩევაში“

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „შემოსავლის მომტანი იდეების შერჩევაში“ კონკურსი გაიმართა. კონკურსში სოფლების - ინჩხურის, ბალდის და გაჭედილის მოსახლეობა მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე, „შემოსავლის მომტანი იდეებიდან“ ჟიურის მიერ, თითო სოფლიდან 5 საუკეთესო აპლიკანტი შეირჩა.

საუკეთესო იდეების ავტორებს 150 ლარი გადაეცათ. კონკურსის მეორე ეტაპი 4 აგვისტოს გაიმართება და შერჩეული 15 პროექტიდან 6 საუკეთესო პროექტების განსახორციელებლად გრანტს მიიღებს. პროექტს სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის და ოკაცეს ბუნების ძეგლების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო, მარტვილის რეგიონალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად, ახორციელებს. 

პროგრამა დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) საშუალებით.