მაჭახელას ეროვნულ პარკს საქართველოში იაპონიის საელჩოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირველი მდივანი მასაში იიდა ეწვია

მაჭახელას ეროვნულ პარკს საქართველოში იაპონიის საელჩოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი პირველი მდივანი მასაში იიდა ეწვია და იაპონიის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის “განახლებადი ენერგია ტყის მდგრადი მართვისა
და თემების მედეგობის გაძლიერებისთვის“ შედეგებს გაეცნო, რომელიც მაჭახელას ხეობაში ტყის დაცვას და განახლებადი ენერგიის გავრცელებას ემსახურება.
სტუმრებმა დაათვალიერეს მაჭახელას ეროვნული პარკის საგამოფენო სივრცე და გაეცნენ ეროვნული პარკის ბიომრავლფეროვნებას, ისტორიას და ტურისტულ სანახაობებს, ასევე მაჭახელას ხეობის მრავალფეროვან კულტურას და ტრადიციებს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს “გაეროს განვითარების პროგრამასთან” (UNDP). თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მართვის გაუმჯობესებისა და ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების მიზნით.
მაჭახელას ეროვნული პარკი . Machakhela National Park