მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი შენდება

მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა დაათვალიერეს. ბუნების ძეგლზე შენდება ვიზიტორთა ცენტრი.
ასევე მიმდინარეობს ტურისტული ბილიკების მოწყობის, ხიდების, ნავმისადგომებისა და გადასახედის სამშენებლო სამუშაოები. ასევე, რესტავრაცია უტარდება ქვაში ნაკვეთ დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს.
ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.