მედიატური თუშეთის ეროვნულ პარკში

თუშეთის ეროვნულ პარკში ტურისტული სეზონის გახსნის ფესტივალს, „მზე მოეს“ მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს პროექტის, „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში დაესწრნენ. სამდღიანი ტურის განმავლობაში ქართველმა ჟურნალისტებმა ომალო, კესელოს ციხე, დართლოს საბჭო, შენაქოს წმინდა სამების ეკლესია, დიკლო, კავლო და თუშეთის სხვა ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. პროექტი მეორე წელია გრძელდება და საქართველოს პოტენციალის წარმოჩენასა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოიცავს მიზნად.