მემორანდუმი პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, მსჯავრდებულებს საინფორმაციო ტრენინგები ჩაუტარდებათ და დაცულ ტერიტორიებზე გამართულ გარემოსდაცვით ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. შეთანხმების მიზანი მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა და პრობაციის ეროვნული სააგნეტოს უფროსმა, გიორგი არსოშვილმა მოაწერეს.