მიღება ჯავახეთის ეროვნული პარკის პრეზენტაციასთან დაკავშირებით
სასტუმრო „თბილისი რუმსში“- ჯავახეთის ეროვნული პარკის პრეზენტაციასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა. (ჯავახეთის ეროვნული პარკი მიმდინარე წელს ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება)
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ მიმართეს.
ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა ( KfW) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა.
პრეზენტაციებთან ერთად ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფოტო-გამოფენა გაიმართა. შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.