მირიან სოსელია - UNESCO-ს პროექტში დასაქმებული მოხალისე

მირიან სოსელია - UNESCO-ს პროექტში დასაქმებული მოხალისე
პოექტში მონაწილეობის სურვილი განაპირობა ბუნებისადმი ინტერესმა, ასევე, მოტივაციამ, მეტი შემეტყო კოლხეთის ეროვნული პარკის, როგორც ბუნების საგანძურის შესახებ; ამავდროულად, მქონდა სურვილი, ჩემი წვლილი შემეტანა ამ საგანძურის მოვლა-პატრონობაში.
პროექტის განმავლობაში, ჩართული ვიყავი რეინჯერების ყოველდღიურ საქმიანობაში, დახმარებას ვუწევდი მათ; ვხვდებოდი კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
პროექტში მონაწილეობამ დამანახა ის, რომ რეინჯერის საქმიანობა ძალიან რთული და საპასუხისმგებლოა. ამავდროულად, ჩვენ, საზოგადოების თითოეულ წევრს, გაგვაჩნია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რასაც ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის მოვლა და შენარჩუნება ჰქვია.