მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე

მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე
2013 წლის 10 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, თავისუფალ უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთდროულად საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ხორციელდება პროექტი სახელწოდებით - „მოხალისეები დაცულ ტერიტორიებზე“, რომელშიც, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის 540 სტუდენტი არის ჩართული.
პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომელიც პროგრამის დაწყებამდე უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრეინინგს სხვადასხვა გარემოსდაცვითი თემატიკით.
პროექტის მიზანია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციის გზით ახალგაზრდების გარემოსდაცვითი და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება. პროექტის მიმდინარეობისას სტუდენტები გაეცნობიან დაცული ტერიტორიებზე მიმდინარე საქმიანობებს. მათ მიერ უშუალოდ შესრულებული იქნება დაცული ტერიტორიებზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, ადმინისტრაციული საქმიანობა, დასუფთავების აქციები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ვიზიტორთა მომსახურებისა და სამეცნიერო კვლევა-მონიტორინგის საქმიანობები. ასევე ისინი ჩართულები იქნებიან მიმდებარედ დასახლებული პუნქტებში განლაგებული საოჯახო სასტუმროების სერვისების უზრუნველყოფაში და სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში. სტუდენტები თავის მხრივ კი გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით.