მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის ეროვნული პარკისა და კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ტყის მართვის გეგმა წარმოადგენს გრძელვადიან დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის რესურსების დაცვისა და მართვის ძირითად მიმართულებებსა და შესაბამის ღონისძიებებს.
საჯარო განხილვის ფარგლებში, მონაწილეებს ტყის მართვის გეგმის პროექტი და მასში წარმოდგენილი ძირითადი საკითხები გააცნეს. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოედგინათ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
ტყის მართვის გეგმის პროექტი მტირალასა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე 2025 წელს ჩატარებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების საფუძველზე მომზადდა. ინვენტარიზაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, შპს გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ განხორციელდა.