ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უბანში ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცხრა შეიარაღებული პირი ავთანდილ გ., ზურაბ ა., დავით ფ., გრიგოლი ა., დავით ა., ზურაბ ყ., არჩილ ფ., ვალერი ა., და გიორგი ა. ნაკრძალში სანადიროდ, მონადირე ძაღლების თანხლებით იმყოფებოდნენ. 

შეირაღებული პირების იდენტიფიცირება ფოტოხაფანგის მიერ გადაღებული მასალით გახდა შესაძლებელი.

აღნიშნულმა პირებმა აღიარეს ჩადენილი სამართალდარღვევა, შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმები, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით სასამართლოში გადაიგზავნება.