ნათია კობახიძე დაღუპული რეინჯერის ოჯახს ესტუმრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე 2007 წელს დაღუპული რეინჯერის გიორგი ჩანადირის ოჯახს ესტუმრა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. 

სააგენტოს თავმჯდომარემ ოჯახი გაამხნევა, თანადგომა გამოუცხადა და ასევე რეინჯერის საქმიანობის გლობალურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ რომ გიორგი ჩანადირი 2007 წელს თბილისის ეროვნული პარკის საგურამოს უბანში ბრაკონიერების მიერ იქნა მოკლული, მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს ბუნების დაცვისა და დაცული ტერიტორიების შენარჩუნების საქმეში მუდამ დარჩება ქართველი საზოგადოების მეხსიერებაში.