ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა

ოკაცის კანიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა

2013 წლის 10 ივლისს, 11:00 სთ-ზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკაცის კანიონზე მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის განხილვას. აღნიშნული შეხვედრა გაიმართება გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: გულუას ქ. 6, მე-5 სართული.

შეხვედრას გამართავს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე  ბატონი რატი ჯაფარიძე, სადაც ასევე მოწვეულია პროექტის არქიტექტორი ბატონი  ალექსანდრე ნატროშვილი. ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ ინფორმაციის მიღება და მონაწილეობის სურვილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით info@apa.gov.ge-ზე და მიუთითოთ  თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია.

ვინაიდან აღნიშნულ ღონისძიებაზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, პრიორიტეტი მიენიჭებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებსა და არქიტექტურული დარგის სპეციალისტებს.

 

პატივისცემით,