პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის

პრეზენტაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთათვის

2013 წლის 12 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შენობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნული პარკების ბიო მრავალფეროვნებას და იქ არსებული ეკო ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმოხილვას. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ასევე სხვა დაინტერესებული პირები. 

პრეზენტაცია ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და იქ დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მიეღო ამომწურავი ინფორმაცია დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე, გაცნობოდნენ ახლად დანერგილ მომსახურებებს და გაეგოთ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისა და გეგმების შესახებ.