პროექტი: მეორე სიცოცხლე

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს
პროექტის მიზანია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ნარჩენებისათვის (კუნძი, მორი, აბედა სოკო, ქვები, ცელულოზის ბოთლები, საბურავები და სხვ.) მეორე სიცოცხლის მინიჭება და მათგან ფუნქციური ან დეკორატიული კომპოზიციების შექმნა.
პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სამხატვრო აკადემიის ერთობლივი ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთა პროექტებიც განხორციელდება ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები, პირველ ადგილზე გასული კი დაჯილდოვბდება საფეხმავლო ან საცხენოსნო ტურით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. დაჯილდოების ცერემონია გაშუქდება ტელევიზიით.
გამარჯვებული პროექტების განხორციელების ხარჯებს უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ისევე როგორც მის მონაწილეთა საცხოვრებელ ხარჯებს პროექტის განხორციელების განმავლობაში.
კონკურსის პირობები
- პროექტში მონაწილეობა შეუძლია სამხატვრო აკადებიის ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს (არაუმეტეს 4 ადამიანისა);
- პროექტში გამოყენებული უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე არსებული ნარჩენები და ბუნებრივი მასალა, უნდა იყოს ეკომეგობრული და მცირებიუჯეტიანი;
- პროექტის განხორციელებას არ უნდა დაჭირდეს 7 კალენდარულ დღეზე მეტი;
- პროექტი განხორციელება უნდა უზრუნველყოს მისმა ავტორმა;
- კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პროექტი უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 30 მაისისა;
- პროექტს თან უნდა ახლდეს ავტორის (ან ავტორთა ჯგუფის) ვინაობა, მისი აღწერა (ესკიზები), განხორციელებისათვის საჭირო მასალის ჩამონათვალი, განხორციელებისათვის საჭირო ვადები და ხარჯთაღრიცხვა.
ვადები
1 აპრილი - 30 აპრილი : ესკიზების მომზადება
1 მაისი-15 მაისი: გამარჯვებულების გამოვლენა
მაისი-ივნისი პროექტის განხორციელება
ივნისი: გამოფენა, დაჯილდოება
პროექტი გამოგზავნეთ ფეისბუქის გვერდზე: მეორე სიცოცხლე ან ელ.ფოსტაზე: pr.apa.gov@gmail.com