პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეინჯერებს „კლიმატის ცვლილების“ თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
პროექტის „ბიომრავალფეროვნების აღდგენა აჯამეთის აღკვეთილში“ ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეინჯერებს „კლიმატის ცვლილების“ თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილების ფონზე არსებულ ძირითად გამოწვევებზე, გლობალურ და საკვანძო საკითხებზე, რომელთა განხილვაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშესაწყობად.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ბიომრავალფეროვნების აღდგენის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორის, 2016 წლიდან, აჯამეთის აღკვეთილში წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის — იმერული მუხის აღდგენის პროექტი, რომელიც კომპანია „bp“- ის ფინანსური მხარდაჭერით, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ ხორციელდება.
