პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთი დროებით არ მუშაობს

იმერეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთი დროებით არ მუშაობს. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბოდიშს უხდის ვიზიტორებს შექმნილი მდგომარეობის გამო. სანაოსნო მონაკვეთით სარგებლობა უახლოეს დღეებში გახდება შესაძლებელი. ტურისტებს პრომეთეს მღვიმის საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა შეუფერხებლად შეუძლიათ.