პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა საყურადღებოდ!

პრომეთეს მღვიმის ვიზიტორთა საყურადღებოდ!

 გვსურს ბოდიში მოგიხადოთ  მღვიმეში ნავებით სარგებლობის სერვისის შეფერხების გამო. ძრავებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება და 14 სექტემბრიდან ვიზიტორებს კვლავ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ნავების მომსახურებით.

ჩვენი სააგენტო არ იხსნის პასუხისმგებლობას შექმნილი პრობლემის გამო და ვაღიარებთ, რომ უკეთესი დაგეგმვის შემთხვევაში ნავების გაჩერება არ მოხდებოდა. გარწმუნებთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს პრობლემა დროულად გამოსწორდეს.

იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაცია