რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, კიდევ ერთი დონორი - ფონდი Global Conservation 200 000 დოლარის ოდენობით გრანტს გამოყოფს

რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, კიდევ ერთი დონორი - ფონდი Global Conservation 200 000 დოლარის ოდენობით გრანტს გამოყოფს

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ფონდს Global Conservation შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ფონდი Global Conservation, მომდევნო 3 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 000 დოლარი გამოყო.

საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას, პარკის დაცვის სისტემის დანერგვას და რეინჯერთა აღჭურვას საჭირო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს პატრულირების ეფექტიან განხორციელებას, ბრაკონიერობისა და ჭრის ფაქტების ოპერტიულ გამოვლენას. ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია, ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ფონდთან Global Conversation ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნების დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

ℹაღსანიშნავია, რომ რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, სხვა ახალ დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მომდევნო წლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაგეგმილია 16.25 მლნ ევროს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და Wyss Foundation მიერ კი, დაახლოებით, 2 500 000 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com