სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის ვიზიტი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის ვიზიტი ვაშლოვანის ეროვნულ პარკში

2013 წლის 18 ივნისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე მონიტორინგის მიზნით ვაშლოვანის ეროვნულ პარკს ეწვია. მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ვაშლოვანის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც პარკის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომის შედეგად დროულად იქნა ლიკვიდირებული. ეს ამ სეზონზე ცეცხლის გაჩენის უკვე მეორე ფაქტია. ბატონმა რატიმ დაზიანებული ტერიტორია ადგილზე მოინახულა და პარკის თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის გულწრფელი მადლობა გადაუხადა.

სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად ვაშლოვანის ეროვნულ პარკს სააგენტოს დონორი ორგანიზაცია „ქართუ ჯგუფი“ სტუმრობდა.  ვიზიტის მიზანს დონორი ორგანიზაციისათვის ვაშლოვანის გაცნობა და პარკის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერება წარმოადგენდა. სტუმრებმა მოინახულეს პარკში არსებული ღამისსათევები ე.წ. ბუნგალოები და შეიმუშავეს მათი რეაბილიტაციის გეგმა, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ მიმდინარე ზაფხულს დაიწყება. იმავდროულად, გადაწყდა ტურისტული გადმოსახედი პუნქტის აშენებაც, საიდანაც პარკის ვრცელი ტერიტორიის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.