სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში
2013 წლის 22 სექტემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ქალაქ ბერლინში იმყოფებოდა, სადაც იგი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ყოფილ წარმომადგენელს საქართველოში - ტობიას გარსტეკის შეხვდა.
შეხვედრის დროს განიხილეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (UNESCO) საქართველოს რამდენიმე დაცული ტერიტორიის შეყვანის პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისათვის ეროვნული პარკების განვითარების სფეროში.
პარალელურად, ქ. ბერლინში სააგენტოს თავმჯდომარე კლაუს ტოპფერის სახელობის სტიპენდიანტთა პროგრამის მეორე გამოშვების მონაწილეთა წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. აღნიშნული სტიპენდია ეძლევათ ბუნების დაცვისა და კონსერვაციის, ასევე დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში მომუშავე ახალგაზრდა ლიდერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. თავად რატი ჯაფარიძე ამავე პროგრამის კურსდამთავრებულია. მან წარმატება უსურვა პროგრამის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი მარიკა ქავთარიშვილსა და ილია ოსეფაშვილს, რომლებიც ამ ჯერზე საქართველოს წარმოადგენენ.