საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. გეგმა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა და 6-წლიან პერიოდს მოიცავს.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მის მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ. შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართა.
მენეჯმენტის გეგმაზე შენიშვნები სააგენტოში 2017 წლის 5 თებერვლამდე მიიღება, რის შემდეგაც საბოლოო ვარიანტი მთავრობის სხდომას დასამტკიცებლად წარედგინება. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორი, WWF- კავკასიის, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, კავკასიის ეკოლოგიის ფონდისა და აფხაზეთის გარემოსდაცვის სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.