საჯარო ლექცია
საჯარო ლექცია
2014 წლის 14 მაისს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს საჯარო ლექცია თემაზე საქართველოს დაცული ტერიტორიები ჩაუტარდათ. ლექციის დროს განიხილებოდა შემდეგი ძირითადი საკითხები: ტერიტორიული ადმინისტრაციები, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი და დაცული ლანდშაფტი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში საჯარო ლექციები სისტემატურად ტარდება, რომლის ძირითადი მიზანი როგორც დაცული ტერიტორიების გაცნობა ასევე საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.