საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი თბილისის ეროვნულ პარკში

საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტი თბილისის ეროვნულ პარკში
2012 წლის 5 ივნისს დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელებას. აღნიშნული პროექტი გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასში ასევე ჩართულნი არიან - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
2013 წლის 5-11 სექტემბერს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, რიკარდო სედოლა ეწვია. ვიზიტის მიზანი ველო ტურიზმის განვითარების მდგომარეობის შესწავლა და რამდენიმე, განსხვავებული სირთულის ველო მარშრუტის შემუშავება იყო. ამასთანავე, შერჩეულ ველო ბილიკებზე დაგეგმილია ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, როგორიცაა ბილიკის მანიშნებელი, საპიკნიკე ადგილი და საინტერპრეტაციო დაფა.
ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რაც ვიზიტორთა რიცხვის მატების წინაპირობას წარმოადგენს.