საინფორმაციო ბიულეტენი
საინფორმაციო ბიულეტენი
უახლოეს მომავალში დაცული ტერიტორიების სააგენტო დაიწყებს საინფორმაციო ბიულეტენის გავრცელებას, სადაც ასახული იქნება გასული ორი კვირის მანძილზე სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა თუ ტერიტორიულ ადმინისტრაციებში განვითარებული მოვლენები და ასევე, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები. ასეთი სახის გამოცემა ხელს შეუწყობს სააგენტოში მიმდინარე საქმიანობების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ფართო საზოგადოებისათვის და ზოგადად დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას.
პარალელურად, სააგენტოში იგეგმება ყოველდღიური სიახლეების ელექტრონული ფოსტით დაგზავნის სისტემის დანერგვა, რომელიც ახალი ვებგვერდის გაშვებასთან ერთად ამუშავდება. ვებგვერდზე მუშაობა ამ კვირაში დაიწყება და სავარაუდოდ, 1 თვის თავზე სრულად განახლდება.