საქართველო-გერმანიის მეგობრობის 25 წელი

დაცული ტერიტორიების სააგენტომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (KfW) ერთად საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ აღნიშნულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი ჰქონდა ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლებმა 7 დაცულ ტერიტორიაზე - ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვირტუალურ რეალობაში იმოგზაურეს. ვიდეო-რგოლები 360 გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებით იყო გადაღებული.
ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო დაცული ტერიტორიების საინფორმაციო-საპრომოციო მასალები.