საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალციხეში გიმასპინძლებთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალციხეში გიმასპინძლებთ!
12:00-18:00 საათი - გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ერუშეთის ეროვნული პარკის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციას.
სტუმრებს 3D სივრცეში დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული!