საქართველოს პარლამენტმა თბილისის ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ განხორციელდა თბილისის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ 2015 წელს განხორციელდა თბილისის ეროვნული პარკის დემარკაცია, რომლის დროსაც განისაზღვარა ეროვნული პარკის საზღვრების ზუსტი კოორდინატები.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული პარკის საზღვარი ფარავდა 2000-მდე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლიდა მათ მიერ საკუთრების უფლების სრულფასოვან განხორციელებას.