საქართველოში შვეიცარიის მისია თბილისის ეროვნული პარკის ბილიკის მოწყობას დააფინანსებს.

საქართველოში შვეიცარიის მისია თბილისის ეროვნული პარკის ბილიკის მოწყობას დააფინანსებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, შვეიცარიის საელჩოში, შვეიცარიისა და ქართულ მხარეს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტის ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში გაიწმინდება ბილიკი, ჩატარდება მარკირების სამუშაოები, განთავსდება საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები, მოეწყობა საკარვე და საპიკნიკე ადგილები.

სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომი“ განახორციელებს.

მოსამზადებელი სამუშაოები მარტში დაიწყება, ბილიკი კი ოფიციალურად სექტემბერში გაიხსნება.ბილიკის მოწყობაზე 35 000 ლარიანი გრანტი გამოიყოფა.