სათაფლიაში ვიზიტორთა ბილიკები მოპირკეთდა

სათაფლიაში ვიზიტორთა ბილიკები მოპირკეთდა

გასულ კვირას, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლების ინიციატივით, სათაფლიაში არსებული ვიზიტორთა ბილიკები დეკორატიული მოწნული ღობეებით მოპირკეთდა. აღნიშნული ინიციატივა სათაფლის ადმინისტრაციის დირექტორისა და რეინჯერების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა და მისი მიზანი სათაფლიის ვიზიტორთათვის ბილიკებზე უფრო კომფორტული და ვიზუალურად ესთეტიური გადაადგილების უზრუნველყოფა არის.