შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
შეხვედრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან
2013 წლის 20 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლები იან ჩერნიკი და სოფია ქამუშაძე ესწრებოდნენ. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე პროექტი განხორციელდა, მათ შორის: განახლებადი ენერგია საქართველოს განაპირა რეგიონებისათვის, იმერეთის მღვიმეების მართვის გაუმჯობესება, თუშეთის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება და მღვიმეთა მონიტორინგის სისტემისა და სპელეო თერაპიის განვითარება.
შეხვედრის დროს განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული, ჩეხეთის მღვიმეთა ასოციაციის ექსპერტების ვიზიტის შედეგები იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე. ასევე, ისაუბრეს სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებში სპელეოთერაპიის განვითარების შესაძლებლობაზე და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო მომავალშიც გეგმავს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას და სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის სფეროში.