შეხვედრა გერმანიის ელჩთან

კოლხეთის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა გერმანიის ელჩს უმასპინძლა.
ვიზიტორთა ცენტრში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებისა და ტურისტული მომსახურეობების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს.
ელჩთან ერთად განიხილულ იქნა დაცული ტერიტორიების სისტემაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.