შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებთან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლებისა და დაცული ლანდშაფტების შესახებ.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ახორციელებს სტუდენტებთან შეხვედრებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით. მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.