შეხვედრა მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში

შეხვედრა მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში

2014 წლის 11 თებერვალს, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში გაიმარ-
თა შეხვედრა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, რეგიონუ-
ლი განვითარების პროექტების ჯგუფის ხელმღვა-
ნელს საქართველოში აჰმედ ეივეიდა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლი გიგა გველესიანი ესწრებოდნენ. შეხვედრის დროს მსჯელობა სააგენტოს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე და მსოფლიო ბანკის მიერ აღნიშნული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერაზე წარიმართა. შეხვედრაზე რატი ჯაფარიძემ იმ პროექტების ჩამონათვალი დაასახელა, რომლებიც მოცემულ ეტაპზე პრიორიტეტულია მსოფლიო ბანკთან თნამშრომლობის ჭრილში. კონკრეტულად კი, დასახელდა ინფრასტრუქტურის განვითარება გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლის მიმდებარე ტერიტორიებზე (სამეგრელოს რეგიონი) და საწურბლიისა და ნავენახევის მღვიმეების (იმერეთის რეგიონი) ინფრასტრუქტრული მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ გოჭკადილის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი გასული წლის დეკემბერში მიენიჭა, რის შედეგადაც ეს ობიექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავიდა. აღნიშნულ კანიონს ყოველ ზაფხულს ათასობით ვიზიტორი სტუმრობს და შესაბამისად, ბუნების ძეგლთან მიმართებაში მდგრადი ტურიზმის პრინციპების გამოყენება აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

საწურბლიისა და ნავენახევის მღვიმეების ინფრასტრუქტურის მოწყობა შესაძლებელია იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გნასაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთობ დიდი პოპულარობის მქონე საწურბლიის მღვიმის განვითარება, ვინაიდან ამ ადგილზე ჰაერი მდიდარია იონებითა და გარკვეული ქიმიური მინარევების კომპოზიციით, რაც სპელეოთერაპიისათვის (ბრონქული ასთმისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი) საუკეთესო გარემოდ არის მიჩნეული. ამჟამად მიმდინარეობს მღვიმის გარემოს კვლევა სპელეოთერაპისათვის გამოსადეგობის თვალსაზრისით, თებრვლის ბოლოს კი აღნიშნული კვლევის დასკვნები ცნობილი გახდება.

სამივე ბუნების ძეგლი თავის არსით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ამ ძეგლების სიახლოვეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის, ასევე რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. აღნიშნული ბუნების ძელგების ფინანსურ მხარდაჭერაზე გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან უახლოეს რამდენიმე დღეში იქნება მიღებული. ეს კი, თავის მხრივ, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების სათანადოდ ჩატარებაზე არის დამოკიდებული.