შეხვედრა რუმინული ორგანიზაცია "პროპარკების" წარმომადგენლებთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი რუმინული ორგანიზაცია "პროპარკების" წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ეროვნულ შესაძლებლობათა განმტკიცების გეგმა საქართველოს დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისათვის, არსებული მდგომარეობის ანალიზი და სამომავლო გეგმები.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია სტრატეგიულ მიმართულებებზე, გამოითქვა წინადადებები და მოსაზრებები ძირითადი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელების მეთოდებზე.
პირველ ეტაპზე ოცდასამ სამიზნე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელდა ზოგადი შესაძლებლობების საჭიროებათა კვლევა და შეფასება. მეორე ეტაპი მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებას ხორვატიასა და საქართველოში, ხოლო რეგიონული გეგმის შემუშავებას რუმინეთსა და მოლდოვაში. ზემოაღნიშნული განხორციელდება სასწავლო საჭიროებების შეფასებისა და შესაბამის ინსტიტუციებთან მუშაობის შედეგად.
ეროვნულ შესაძლებლობათა განმტკიცების გეგმა საქართველოს დაცული ტერიტორიების თანამშრომლებისათვის შემუშავდა პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის გაუმჯობესება შესაძლებლობათა გაძლირების გეგმების შემუშვების გზით“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბუნების კონსერვაციის გერმანიის ფედერალური სააგენტოს მიერ და განხორციელებულია რუმინეთის პროპარკის ფონდის მიერ.