შეხვედრა საქართველოს საპატიო კონსულთან ფილიპინებზე

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბერიძე საქართველოს საპატიო კონსულს ფილიპინებზე თელმო კუნანას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თამარ კვანტალიანი.

შეხვედრის მიზანი იყო დაცული ტერიტორიების მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარება. მხარეებმა ისაუბრეს ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელიც უახლოეს პერიოდში გაფორმდება. დაგეგმილია საქართველოსა და ფილიპინების რესპუბლიკის შორის დაცული ტერიტორიების დაძმობილებაც.