შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე ტურ ოპერატორებსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აპარატის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ჩატარდა პრეზენტაცია, სადაც განიხილებოდა სხვადასხვა საკითხები, კერძოდ: ინფორმაცია დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრების,სერვისებისა და ტარიფების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების მოზიდვისა და მათი კმაყოფილების გაზრდის მიზნით. მოწვეულმა სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის გზებიც განიხილეს. მსგავსი შეხვედრების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.