სოციალური პროექტები თემის სოფლებს შორის

26, 27, 28 ივნისს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა „კავკასიაში - საქართველო“ -ს ფარგლებში ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაიმართა სოციალური პროექტების კონკურსები თემის სოფლებს შორის, რომელსაც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე დაესწრნენ.

SPPA-საქრთველო წარმოადგენს 5 წლიან პროგრამას (2014-2019), რომელიც დაფინანსებულია კავკასიაში გერმანიის ფინანსური თანამშრობლობის ფარგლებში KFW-ს მიერ. სამიზნე დაცული ტერიტორიებია: ყაზბეგი, კინტრიში, ალგეთი და ფშავ-ხევსურეთი. პროგრამის მიზანია შერჩეული დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის ზრდა და ამავდროულად, მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის აღმასრულებელია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო განმახორციელებელი - დაცული ტერიტორიების სააგენტო. გფა საკონსულტაციო ჯგუფი ეხმარება საქართველოს