თბილისის ეროვნულ პარკში დაცვა გამკაცრებულია

თბილისის ეროვნულ პარკში დაცვა გამკაცრებულია

თბილისის ეროვნული პარკის (რომელიც მოიცავს საგურამოს, თიანეთის, გლდანის, მარტყოფისა და გარდაბნის უბნებს) ტერიტორიის დაცვის მიზნით შემუშავდა შიდა გზების კონტროლის გამკაცრების გეგმა. შედეგად, პარკის ტერიტორიაზე ტყეში შემავალ სამანქანო გზებზე დამონტაჟდა საგანგებო ხერგილები და ამიერიდან, პარკში მანქანით შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარკის ადმინისტრაციის წინასწარი ნებართვის საფუძველზე. 

აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ხე-ტყის უკანონო მოპოვების აღმოფხვრას თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან და დახვეწავს ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და უკანონო ჭრების საწინაღმდეგოდ  არსებულ მექანიზმებს. 

სულ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაყენდა 14 ერთეული შლაგბაუმი.